loader

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში ერთი ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში ერთი ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით იმერეთში 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით გაირკვა, რომ ბრალდებული თავის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია არასრულწლოვნის თვითმკვლელობა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.