loader

“ ვიმედოვნებთ, რომ სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას“- ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულების შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ ვიმედოვნებთ, რომ სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას“- ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულების შესახებ ახალ დეტალებს ასაჯაროებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია.

„შემოყვანილია სამი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები. ისინი კვლევების შედეგად მოთავსდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ 2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ. რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ - ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო,“- განაცხადა ლევან რატიანმა.