loader

შატილის გზაზე ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი ამოიყვანეს - როგორ გამოიყურება სატრანსპორტო საშუალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შატილის გზაზე ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი ამოიყვანეს - როგორ გამოიყურება სატრანსპორტო საშუალება

შატილის გზაზე, ავარიის ადგილზე, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი ამოიყვანეს.

ჯერჯერობით ხევში რჩება სიმაღლიდან გადავარდნილი ჯიპი, რომელთან მიკროავტობუსის შეჯახებამაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჯიპი ხეებს შორისაა გაჭედილი.
აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და მგზავრებს გადაადგილების საშუალება ეძლევათ.


დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.