loader

ისედაც დაქცეული ჰაიტი ქარიშხალმა უარესად გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისედაც დაქცეული ჰაიტი ქარიშხალმა უარესად გაანადგურა

კარიბის ზღვის კუნძულებზე ტროპიკულ შტორმ "ლაურას" 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ათასობით სახლი და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.

სტიქიამ ყველაზე მეტად ჰაიტი დააზარალა, სადაც შტორმს, სულ მცირე, 21 ადამიანი შეეწირა.

დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიში შტორმმა ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა, რომელსაც მთებიდან ჩამოშლილი ლოდები მოჰქონდა, დედაქალაქის ქუჩები და გზები დატბორა.

198 ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ხუთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.

ამჟამად ციკლონი აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება. ტეხასისა და ლუიზიანის შტატების სანაპირო დასახლებებიდან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.