loader

რა ხდება ილურიძის ქუჩაზე - რა აღმოაჩინეს არასრულწლოვნის მამის სახლში, რომელიც მან პირდაპირ ეთერში მაყურებელს აჩვენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ილურიძის ქუჩაზე - რა აღმოაჩინეს არასრულწლოვნის მამის სახლში, რომელიც მან პირდაპირ ეთერში მაყურებელს აჩვენა

19 წლის ფეხბურთლის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. სამართალდამცავებს სახლის ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

არასრულწლოვნის მამის ინფორმაციით, მან საძინებელ ოთახში სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა, რის შემდეგაც სამართალდამცავები გამოიძახა.

„მე ეს ნივთი აქ არ დამიდია, არც ვიცი რა არის. 2-3 დღის წინ პოლიციამ ჩვენს სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელსაც არავინ ესწრებოდა. ჯერ ის უნდა დამტკიცდეს მოსასმენი აპარატურა არის თუ არა, თუმცა ლოგიკას თუ მივყვებით, სხვა ვინ დაამონტაჟა თუ არა მათ. მეგობარმა ივარაუდა, რომ ჩემს სახლში მიმდინარეობდა მოსმენა და სპეციალური მოწყობილობით შევამოწმე სახლში არსებული ყველა დენის წყარო,“ - აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.