loader

“გამოჯანმრთელებამდე რთული გზაა გასავლელი“ - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობას აფასებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გამოჯანმრთელებამდე რთული გზაა გასავლელი“ - ლევან რატიანი შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობას აფასებს


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“ჩატარდა ორ ქალბატონთან ინტერვენციული ღონისძიება. ლიკვიდირებულ იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ რჩება მძიმედ, თუმცა დადებითი დინამიკით.
განმეორებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.