loader

"ცემის დროს ერთი სათესლე მთლიანად დაუმტვრიეს, მისი ძმა კი დაბმული იყო" - შემზარავი დეტალები, თუ როგორ ეპყრობა ბელარუსში სპეცრაზმი დაკავებულ პროტესტანტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცემის დროს ერთი სათესლე მთლიანად დაუმტვრიეს, მისი ძმა კი დაბმული იყო" - შემზარავი დეტალები, თუ როგორ ეპყრობა ბელარუსში სპეცრაზმი დაკავებულ პროტესტანტებს

ანტონ ლიადოვი, რომელიც ბლოგერია და YouTube-ზე მსხვილი არხის, The Люди-ს მფლობელია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამზადებს ბლოგებს, ცნობილია თავისი ექსტრემალური ვიდეოებით. ანტონი ერთადერთია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეიდან ყველაზე მეტი ექსკლუზიური და გასაიდუმლოებული ვიდეომასალა წამოიღო. 

ის ბელარუსშიც იმყოფებოდა და თავად აღმოჩნდა ადგილობრივი სპეცრაზმის - ОМОН-ის მსხვერპლი. ანტონი ჰყვება ერთ-ერთ ინციდენტზე, თუ როგორ მოექცა სპეცრაზმი დაკავებულ მომიტინგეს. 

ანტონის არხი.