loader

შსს იმ პირის კადრებს აქვეყნებს, რომელმაც გორში მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ პირის კადრებს აქვეყნებს, რომელმაც გორში მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.