loader

"წინასწარ იცოდნენ ექსპერტიზის შესახებ და ფრჩხილები დაიჭრეს" - რა გახდა შაქარაშვილის საქმეზე დნმ-ის ანალიზის შემდეგ ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წინასწარ იცოდნენ ექსპერტიზის შესახებ და ფრჩხილები დაიჭრეს" - რა გახდა შაქარაშვილის საქმეზე დნმ-ის ანალიზის შემდეგ ცნობილი

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ აღმოაჩნდათ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილის ბიოლოგიური მასალა კომპლექსური, ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის შედეგად.

პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოში მისულ თითქმის ყველა ბრალდებულს ნიმუშების აღების მომენტისთვის ფრჩხილები დაჭრილი ჰქონდა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ შაქარაშვილის ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა.

"ბრალდებულებს, როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და როდესაც მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტობრივად ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტანსაცმელზე მათ უკვე იცოდნენ წინასწარვე, რომ არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არა მხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავიანთ სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაციები და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომლებიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ წაშალეს და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა