loader

შსს იმ პირის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელიც მეუღლესა და მშობლებზე ძალადობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ პირის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელიც მეუღლესა და მშობლებზე ძალადობდა

ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის 1975 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის - 1975 წელს დაბადებული ა.ი.-ის, მამის - 1948 წელს დაბადებული შ.ი.-ისა და დედის - 1950 წელს დაბადებული ნ.ი.-ის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს ა.ი. ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.