loader

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 87 ახალ შემთხვევაზე განმარტებებს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 87 ახალ შემთხვევაზე განმარტებებს აკეთებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ბათუმს უკავშირდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 87 შემთხვევიდან 10 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

„დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა, 1917 დადასტურებული შემთხვევა გახდა. ამ 87 ახალი შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევა, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 12 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 იმპორტირებულია, აქედან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; 3 შემთხვევა სამედიცინო პერსონალია, 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია.