loader

რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყობა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე, ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.