loader

"თურქეთს ბათუმის გადაყლაპვა უნდა", - რას ემსახურება ეს ფრაზა და რატომაა ის მცდარი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თურქეთს ბათუმის გადაყლაპვა უნდა", - რას ემსახურება ეს ფრაზა და რატომაა ის მცდარი?

1-ელ სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ზე ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნი­დან კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის, ლუ­გა­რის ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ზე. ექ­სპერ­ტე­ბი კი­ბერ­შე­ტე­ვას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას უკავ­ში­რე­ბენ, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბით უტევს.

ლუ­გა­რის ცენ­ტრი მხო­ლოდ ერთ-ერ­თია იმ სა­კი­თხე­ბის ფარ­თო სპექტრი­დან, რო­მელ­ზეც ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბას პრო­პა­გან­დი­თა და ერ­თგვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო თუ, უფრო ზუს­ტად, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის პო­ლი­ტი­კით ცდი­ლობს. ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვახ­სენ­დეს, რუსი დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "ნო­ვი­ჩო­კი", რომ­ლი­თაც რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მო­წამ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ში მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მზად­დე­ბა.

ქვეყ­ნის შიგ­ნით აქ­ტუ­ა­ლუ­რი კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი სა­კი­თხე­ბი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს რუ­სეთს და რა არის მათი წინ წა­მო­წე­ვის მი­ზე­ზე­ბი? ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი ჯდე­ბა პირ­და­პირ რუ­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბის ჩარ­ჩო­ში.


სიუჟეტი მოამზადა ეკა აბაშიძემ.