loader

"კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას" - შაქარაშვილის მკვლელობის მრალდებით დაკავებული მორაგბის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას" - შაქარაშვილის მკვლელობის მრალდებით დაკავებული მორაგბის პირველი კომენტარი

მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ კომენტარში აცხადებს.

გაგნიძე დარწმუნებულია, რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის. პირიქით, მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ.

ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემ უდანაშაულობას", - აცხადებს გაგნიძე.