კადრები შსს-დან, სადაც აქცია გაიმართა
საქართველოსს შსს-თან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა და ლაშა ცუცქირიძის ახლობლებმა მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ისინი გამოძიების დროულად და ობიექტურად წარმართვას მოითხოვენ. ლაშა ცუცქირიძის მეუღლე, ლინა დოლიძე კი ამბობს,რომ სამოქალაქო აქტივისტის თავდასხმაში მონაწილე პირების ამოცნობა შეუძლია და ელოდება, თუ როდის დაიბარებენ დაკითხვაზე. მისივე განმარტებით გუშინდელი შემთხვევა ოჯახის შეურაცხყოფაა.