loader

ვინ იყო მე-20 პაციენტი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა - ბრიფინგი ინფექციური საავადმყოფოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო მე-20 პაციენტი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა - ბრიფინგი ინფექციური საავადმყოფოდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი - თბილისში.

როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.

"ბოლო 24 საათში 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა - 92, იმერეთი - 53, თბილისი - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა-მთიანეთი - 1.

ჩვენ გვყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია. ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა.

დაგვემატა 40 გამოჯანმრთელებული, 1534 გახდა, მათი პროცენტული მაჩვენებელი 42 არის", - განაცხადა ეზუგბაიამ.