loader

შსს იმ პირების დაკავების კადრებს ავრცელებს, რომლებმაც თბილისში ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ პირების დაკავების კადრებს ავრცელებს, რომლებმაც თბილისში ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.