loader

"იატაკიდან ამოვიდნენ და ისე შევიდნენ..." - ქუთაისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა განხორციელდა, წაღებულია 500 000 ლარი და ოქრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იატაკიდან ამოვიდნენ და ისე შევიდნენ..." - ქუთაისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძარცვა განხორციელდა, წაღებულია 500 000 ლარი და ოქრო

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის" ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა წასვლა მოახერხეს.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს.