loader

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი? – “სტენტის ჩადგმის შემდეგ, რამდენიმე საათში გული გაუჩერდა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი? – “სტენტის ჩადგმის შემდეგ, რამდენიმე საათში გული გაუჩერდა“

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. ლევან გოფოძის თქმით, ის 60 წლის მამაკაცი იყო.

„მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტს ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც იჩინა თავი ჩვენს კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდა, ასეთი ფატალური შედეგი დადგა.
ეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში 15 სექტემბერს შემოვიდა, თბილისის სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. პაციენტს მძიმე დისტრეს სინდრომი აღნიშნებოდა, მიმდინარეობდა მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით. ყველაფერს აკეთებდნენ რეანიმატოლოგები. მისი მდგომარეობა დისტრესის მხრივ ცოტა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინ საღამოს უეცრად აღენიშნა გულის გაჩერება, ამის ფონზე დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, მოხერხდა გულის მუშაობის აღდგენა, პაციენტი შედარებით დასტაბილურებულ მდგომარეობაში გადაყვანილი იქნა კორონაროგრაფიაზე. აღმოჩნდა გულის არტერიის კრიტიკული დაზიანება. ჩაიდგა სტენტი, ამის ფონზე გაუმჯობესდა ცოტა მდგომარეობა, თუმცა სტენტირებიდან რამდენიმე საათში კვლავ გაჩერდა გული", - განაცხადა ლევან გოფოძემ.