loader

“ჩემი პროფესია რეჟისურაა, სააკაშვილი თამაშობს და თან ცუდად“ - ნუკრი ქანთარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩემი პროფესია რეჟისურაა, სააკაშვილი თამაშობს და თან ცუდად“ - ნუკრი ქანთარია


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისას „თამაშობს და თანაც ცუდად“. ქანთარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, „თავი მოიკატუნოს“, თუმცა ქართული საზოგადოება ამას აღარ დაიჯერებს. ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„მე ძალიან კარგად ვარჩევ ტყუილსა და მართალს, ჩემი პროფესია რეჟისურაა და წლების განმავლობაში ვმუშაობ, სააკაშვილი თამაშობს და ცუდად თან. მისი ინტონაცია კლიპებში არის ძალიან ყალბი და მაქსიმალურად ცდილობს, რომ თავი მოიკატუნოს, ამას ჰქვია თავის მოკატუნება, მეტი არაფერი და ამას ჩვენი საზოგადოება ბუნებრივია ვერ იყიდის და არც უყიდია. ჰყავს მას გარკვეული თანამზრახველები, გულშემატკივრები და ისინი შეიძლება, აღტაცებაში მოვიდნენ, რომ დაინახავენ ხოლმე, მაგრამ ესეც არის ცოტა არაჯანსაღი მდგომარეობა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.