loader

“რეანიმაციაში ყოფნის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა და პალატაში გადაიყვანეს, თუმცა...“- რა ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რეანიმაციაში ყოფნის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა და პალატაში გადაიყვანეს, თუმცა...“- რა ხდება ცნობილი კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტის შესახებ?


კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
პაციენტი ბათუმის კოვიდ მიმღები განყოფილებიდან, უკვე დამძიმებული მდგომარეობით 2 კვირის უკან გადმოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა,
ჰქონდა თირკმლის თანმდევი ქრონიკული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. ასევე ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გართულებული მდგომარეობა.
რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ დამძიმდა და რეანიმაციაში დააბრუნეს.

წყარო: რუსთავი 2