loader

"ვუსამძიმრებთ საზოგადოებას კიდევ ერთი შვილის დაკარგვას" - რუსთავის მე-16 სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვუსამძიმრებთ საზოგადოებას კიდევ ერთი შვილის დაკარგვას" - რუსთავის მე-16 სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს


გუშინ რუსთავში ავარიას 16 წლის ელენე ბაშარული ემსხვერპლა. ელენე რუსთავის მე-16 სკოლის მოსწავლე იყო. სკოლამ ცოტა ხნის წინ სამძიმრის წერილი გაავრცელა. "სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის #16 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ბაშარულის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს საოცრად თბილი, მოსიყვარულე, ღიმილიანი გოგონას გასვლას წუთისოფლიდან.

ვუსამძიმრებთ საზოგადოებას კიდევ ერთი შვილის დაკარგვას.

ელენე, გვიყვარხარ და უსაზღვროდ მოგვენატრები!

გვტკივა".