loader

რა ხდება ამ წუთებში გლდანში - პირდაპირი ეთერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში გლდანში - პირდაპირი ეთერი

გლდანულაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გლდანულის მუნიციპალურ პარკში რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ ეროვნული დროშების ნაცვლად პარტიული დროშების აღმართვას მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები კი დღეს ცდილობდნენ, სკვერში „ქართული ოცნების“ დროშების ნაცვლად, კვლავ საქართველოს ეროვნული დროშები აღემართათ.

„ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს აიძულებენ, უყურონ „ქართული ოცნების“ დროშებს. ეს არის საბჭოთა კავშირის მეთოდები, როცა ისინი აიძულებდნენ ხალხს სიმბოლიკის ყურებას“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.