loader

რას უკავშირდება ბოლო დღეებში ლარის გამყარება? - გია ხუხაშვილის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას უკავშირდება ბოლო დღეებში ლარის გამყარება? - გია ხუხაშვილის განმარტება

"ლარის კურსის სტაბილიზაციის ობიექტური ფაქტორი უბრალოდ, არ არსებობს“, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0325 შეადგინა.