loader

სიახლე, რომელიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 31 ოქტომბერს დახვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს 31 ოქტომბერს დახვდება

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, პანდემიის გამო საარჩევნო კაბინები ფარდის გარეშე იქნება. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი.

„პანდემიიდან გამომდინარე, აღარ იქნება ის ფარდა, რაც მანამდე იყო კაბინაში უკან ჩამოფარებული. რა რეკომენდაციებიც მიეცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან, ფარდის უკანა ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, თუმცა, ისე იქნება საარჩევნო კაბინა განთავსებული, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად იქნება დაცული. ამომრჩეველი როდესაც შევა კაბინაში, დაფარული ექნება ზურგის ნაწილი. შეუძლებელი იქნება ვინმემ გაიგოს, თუ ვის მისცა მან ხმა", - განაცხადა ანა მიქელაძემ.