loader

საქართველოში კორონავირუსისგან 41-ე პაციენტი გარდაიცვალა - "ინფიცირებულ კაცს გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსისგან 41-ე პაციენტი გარდაიცვალა - "ინფიცირებულ კაცს გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა"

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი, 82 წლის კაცი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულ 82 წლის კაცს თანმდევი დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.