loader

კადრები ხელვაჩაურიდან, სადაც მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ხელვაჩაურიდან, სადაც მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი 5 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე-მაშველები. ამ ეტაპზე მეწყერში მოყოლილი ოჯახის პირადი ნივთებია ნაპოვნი.

„ზემოდან გორა წამოვიდა და მიწასთან გაასწორა ყველაფერი. გაუჩინარებულია ხუთი ადამიანი, ოჯახის სამი წევრი და ორი მსუბუქ ავტომობილში მყოფი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ. ამ დროისათვის ჯერ არავინ უპოვიათ", - აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.