loader

"აი, ახლა მაქვს ზარები და კიდევ ბევრი დაემატება" - მარინა ენდელაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, ახლა მაქვს ზარები და კიდევ ბევრი დაემატება" - მარინა ენდელაძე

კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა, პაციენტები ასაკოვანნი იყვნენ და კოვიდ 19-თან ერთად, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ.

„ამჟამად 52 პაციენტია გარდაცვლილი. გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევაა. ორივე პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო - 88 და 82 წლების. თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ენდელაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, მათ ცენტრში ამჟამად 33 პაციენტი იმყოფება, თუმცა ახალი პაციენტების მიღებას ელიან.

„რაც შეეხება ჩვენს სტაციონარს, დღეს დილისთვის არის 33 პაციენტი, მაგრამ საკმაოდ ბევრი დაემატება. ამ პაციენტებიდან 3 გახლავთ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა.