loader

დუშეთში ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუშეთში ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს


საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დუშეთში 60 წლამდე ქალის მკვლელობას.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარზე 1994 წელს დაბადებული ზ.გ. დააკავეს.
დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.