loader

შსს "რიკო კრედიტის" დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული პირის კადრებს ავრცელებს - "ბრალდებულმა ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს "რიკო კრედიტის" დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული პირის კადრებს ავრცელებს - "ბრალდებულმა ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა"

შსს "რიკო კრედიტის" დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული პირის დაკავების კადრებს ავრცელებს.

"ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში შეიჭრა და სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.