loader

"თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე დღეს ვიმსჯელეთ" - როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე დღეს ვიმსჯელეთ" - როდის გახდება გადაწყვეტილება ცნობილი?

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში შეზღუდვების დაწესების თაობაზე მსჯელობა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ვიმსჯელეთ საბჭოზე ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კვლავ მივდივართ ლოკალური შეზღუდვებით, ვინაიდან ასეთი შეზღუდვები კარგად მუშაობს, როგორც სკოლების მაგალითზე, ასევე სხვა ინსტიტუციების მაგალითზე. თუმცა მსჯელობა გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ იმ საჭირო რეგულაციას, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას“, - განაცხადა ტიკარაძემ.