loader

სკანდალური დეტალი შაქარაშვილის საქმიდან - "ამირხანაშვილს საშუალება რომ მოეცა შაქარაშვილის მოძებნის, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური დეტალი შაქარაშვილის საქმიდან - "ამირხანაშვილს საშუალება რომ მოეცა შაქარაშვილის მოძებნის, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა"

არასრულწლოვან ნ.ქ.-ს ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილს თბილისამდე ჩასასვლელად ფული არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ შესთავაზეს მას "ტოიოტა ქამრით" მგზავრობა.

"ჩიქოვანის განმარტებით, მას არ ჰქონდა ფული და შესთავაზეს, რომ ისინი მიიყვანდნენ თბილისამდე. დაეთანხმა, რომ წაჰყოლოდა მათ ავტომანქანით თბილისამდე. ამავე დროს, ჩიქოვანმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვა თავისი მეგობრები. აქცენტი გააკეთა შაქარაშვილზე. დასანანად თქვა ის ფაქტი, რომ მას რომ მიეცა საშუალება იმისა, რომ მოეძებნათ შაქარაშვილი, დღეს ის ცოცხალი იქნებოდა. მაგრამ ამის შესახებ მან არ გამოიჩინა ინიციატივა და ასე გამოდის, რომ მან (ამირხანაშვილმა) უარი თქვაო", - განაცხადა ადვოკატმა.