loader

რა ხდება დილიდან თბილისის მეტროსადგურებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება დილიდან თბილისის მეტროსადგურებთან

საპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ.

დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებულნი არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი და გამომსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.