loader

"არც წელს და არც შემდეგ წელს" - როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ვაქცინას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც წელს და არც შემდეგ წელს" - როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის ვაქცინას?

94%-ია შანსი, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ამას მეცნიერება ამბობს, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე და 2-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება.

„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ზოგადად, ვაქცინის მომზადებას მილიარდიდან 5 მილიარდ დოლარამდე სჭირდება და დრო - 2-დან 5 წლამდე, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 6 პროცენტია. ჩვენ ნაჩქარევ ვაქცინას არ უნდა მოველოდეთ, არც წელს გვექნება და არც მომავალ წელს გვექნება. ვაქცინა არ გვექნება მალე! მეცნიერებასთან ასეთი თამაში და მოდი ახლა, ვაქცინა ორ წელიწადში გავაკეთოთ - არასწორია. შანსი 94%-ია, რომ ვაქცინა საერთოდ არ გვექნება. ესაა მეცნიერება. ამას გიორგი ფხაკაძე კი არა, მეცნიერება ამბობს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15 327-ს შეადგენს. რაც შეეხება მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებს, უკვე 39 მილიონს გადააჭარბა.