loader

"ახლა კარგად მომისმინეთ" - კორონავირუსით ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა კარგად მომისმინეთ" - კორონავირუსით ინფიცირებული ნოდიკო ტატიშვილი მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. "დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის! 
თქვენი გულწრფელი კეთილი სურვილები ძალას მმატებს! 
ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები მთელი ცხოვრება! ახლა კარგად მომისმინეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ყველა რეკომენდაცია ვირუსის პრევენციისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სტრესი ხომ ისაა, რომ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს covid19 და მეორე სტრესი კიდევ ის, რომ ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა! დეტალურად ცოტა უკეთ რომ ვიქნები, მერე მოვყვები ამ ყველაფერს, საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!
ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში, თუ აუცილებელი არაა გარეთ გასვლა და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია!
P.S. მგონი ვახერხებ ხოლმე პასუხის გაცემას პირადში, თუმცა, თუ ვერ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ!" - წერს მომღერალი.