loader

ირაკლი კობახიძემ ტელევიზიებს “გლავკანალი“ და “პერვი კანალი“ უწოდა - “კონკრეტული მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძემ ტელევიზიებს “გლავკანალი“ და “პერვი კანალი“ უწოდა - “კონკრეტული მედიის ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა“

“მთავარი პრობლემა არის ის, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები და დამატებით პრობლემებს ქმნის ის, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები.

მედიისგან იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. ამას გეუბნებით, როგორ იურისტი. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და “გლავკანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.