loader

"ხუმრობდა კიდეც" - რაზე ესაუბრებოდა მძარცველი მძევლებს - ირაკლი კვარაცხელია დეტალებს ჰყვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხუმრობდა კიდეც" - რაზე ესაუბრებოდა მძარცველი მძევლებს - ირაკლი კვარაცხელია დეტალებს ჰყვება

ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის "საქართველოს ბანკის" თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი, ჟურნალისტებთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. კვარაცხელიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა. მისივე განმარტებით, თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს. ამასთან, კვარაცხელია მადლობას უხდის ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას.

მისი თქმით, პოლიციას სრული ინფორმაცია მიაწოდა თავდასხმის შესახებ და მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მივიდეს გამოკითხვაზე.