loader

ტერაქტები, რომლებმაც საქართველო შეძრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტერაქტები, რომლებმაც საქართველო შეძრა

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში გუშინ, დაახლოებით 14:21 წუთზე შეიარაღებული პირი შეიჭრა და 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა, რომლებსაც ეტაპობრივად პოლიციელებთან მოლაპარაკების შედეგად ათავისუფლებდა. თავდამსხმელის მთავარი მოთხოვნა ნახევარი მილიონი დოლარი გახლდათ, რომელიც სამართალდამცველებს ბანკში უნდა მიეტანათ. რამდენიმესაათიანი ალყის შედეგად საბოლოოდ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მძევლების ნაწილს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა, დაახლოებით 11 საათისთვის კი თავდამსხმელმა ოთხ მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მანქანით მიიმალა. რამდენი საათის შემდეგ კი მან მძევლები ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი სახის დაზიანებს არ აღენიშნებათ. შსს-ს ბოლო განცხადებით კი, დამნაშავის დაკავების შესაბამისი ღონისძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავტორი: ნინი გოგიშვილი