loader

“როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია ნახა, მითხრა - შენ ძმაო მაგრად დაგერხა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“ - ირაკლი კვარაცხელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“როდესაც ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია ნახა, მითხრა - შენ ძმაო მაგრად დაგერხა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“ - ირაკლი კვარაცხელია

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ კვარაცხელიამ დეტალურად გაიხსენა ეპიზოდი, როცა თავდამსხმელმა მას ტელევიზიასთან დაკავშირება მოსთხოვა.

„ბევრი მძევალი იყო. პირველად ერთ ადამიანს სთხოვა, რომელიც მან თან წაიყვანა შემდეგ, რომ დაერეკა 112-ში, მან დარეკა 112-ში, ასევე მას სთხოვა, რომ დაკავშირებოდა „ტვ პირველს“, „ფეისბუქზე“ მოეძებნა და დაკავშირებოდა, მაგრამ მან უთხრა, რომ ის არ სარგებლობდა „ფეისბუქით“ და არ ჰქონდა „ფეისბუქ“ აპლიკაცია, შემდეგ მეორე ადამიანთან ჰქონდა იგივე მოთხოვნა, რომლის ტელეფონიც დამჯდარი იყო, შემდეგ მესამე ადამიანთან, რომელსაც ანგარიშზე არ ჰქონდა და შემდეგ გადმოვიდა ჩემთან, ხედავდა რომ ტელეფონი მქონდა და ამიტომ უარი არ მითქვამს ნამდვილად. შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, პირიქით, ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში რაც იყო, რომ ჩვენ ცოცხალი გადავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო გაეგოთ სამართალდამცავებს, რომ ამ ადამიანს ხელში საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა,“ - განაცხადა კვარაცხელიამ.