loader

როგორი ეპიდსიტუაციაა აჭარაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი ეპიდსიტუაციაა აჭარაში?

აჭარაში კორონავირუსისგან, საერთო ჯამში, 6106 პირი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ-კლინიკებში 641 პაციენტი მკურნალობს, ხოლო მართვით სუნთქვაზე 12 პაციენტი იმყოფება.

"გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ-დადებითი პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა. 80 მძიმე პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 12 იმყოფება. Covid-სასტუმროებში 1110 ადამიანია მოთავსებული, ხოლო 2205 პირი კარანტინში იმყოფება", - აცხადებენ უწყებაში.