loader

კადრები ავჭალიდან, სადაც მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ავჭალიდან, სადაც მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

ავჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავჭალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

როგორც შემთხვევის ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი იუწყება, ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ქუჩა, სადაც მკვლელობა მოხდა, გადაკეტილია და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.