loader

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ლალი ტურძელაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, მოზარდის კორონავირუსით ინფიცირებულმა ბებიამ და ბაბუამ კლინიკა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა ერთ კვირაზე მეტია რაც მკურნალობს.