loader

გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.