loader

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი სამინისტროს წინ კარვის გაშლას აპირებენ, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევს.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილს განუცხადა, კანონის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მას ადმინისტრაციული წესით დააკავებენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ჯანდაცვის სისტემა კორუფციულად იმართება" და მოქალაქეები შესაბამის სოციალურ დახმარებას ვერ იღებენ. აქციის მონაწილეები შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთანაც ითხოვენ.

"ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სამინისტრომ განსაცდელში მიატოვა მოსახლეობა“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.