loader

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, მცირედით შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, გუშინდელთან შედარებით, მცირედით შემცირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30 303-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ-სასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 2 268-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 14 ადამიანი გარდაიცვალა.