loader

"მუშაობა უნდა დაეწყოთ, გახდა ცუდად, წაიქცა ორმოში" - ახალი დეტალები რუსთავში 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე, რომელმაც "კოვიდსასტუმრო" გუშინ დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მუშაობა უნდა დაეწყოთ, გახდა ცუდად, წაიქცა ორმოში" - ახალი დეტალები რუსთავში 21 წლის ბიჭის გარდაცვალებაზე, რომელმაც "კოვიდსასტუმრო" გუშინ დატოვა


რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცია.

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

"ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა, თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადარჩა", - განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა "ინფო რუსთავს".

მისივე თქმით, ახალგაზრა ბიჭი "კოვიდსასტუმროში" კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.


წყარო: "ინფო რუსთავი"