loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა - გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა - გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14 829-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 022 ადამიანი გადის. ამასთან, "კოვიდსასტუმროში" მყოფი პირების რაოდენობა 2 344-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.