loader

"დაჯახება გარდაუვალია" - რას ამბობენ მეცნიერები იმ ასტეროიდზე, რომელიც დედამიწის მიმართულებით მოფრინავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაჯახება გარდაუვალია" - რას ამბობენ მეცნიერები იმ ასტეროიდზე, რომელიც დედამიწის მიმართულებით მოფრინავს

ასტეროიდი აპოფისი მაღალ სისწრაფეს ავითარებს და დედამიწას უახლოვდება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გიგანტური სხეული, რომელსაც ქაოსის ღმერთის სახელწოდება დაარქვეს, დედამიწას 48 წელიწადში დაეჯახება. 

მეცნიერები ამ ასტეროიდს 2004 წლიდან ადევნებდნენ თვალს, თუმცა თვლიდნენ, რომ ის  დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუფრენდა. თუმცა ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, მასიურ 
სხეულს ყველანაირი შანსი აქვს, რომ 2068 წლის 12 აპრილს დედამიწას შეეჯახოს. 

ასტრონომი დეივ ტოლენი აცხადებს: "ახალი დაკვირვებების შედეგად, რომელიც ტელესკოპ "სუბარუთი" მოვახდინეთ, ცხადია, რომ ასტეროიდი თავისი გრავიტაციული ტრაექტორიიდან ყოველ წელს 170 მეტრით იწევა, რაც "2068 წლის სცენარის" რეალიზებას სავსებით რეალურს ხდის."