loader

გეგმავს თუ არა მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას? - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეგმავს თუ არა მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას? - სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობის მხრიდან პირველადი სასურსათო პროდუქტების ფასის სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინარული ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.