loader

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

გვიან ღამით, გორთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წუხელ საავადმყოფოში 11 პირი შეიყვანეს.

შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 11 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა.